logo_geo
შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს
- +

27 იანვარი. 2024. 11:23

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აღარ აპირებს.

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მიშელი წერს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ გადადგომაზე ბევრი სპეკულაცია და უკმაყოფილება გამოიწვია და ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

 

მისივე თქმით, მთელ ძალისხმევას ამჟამინდელი მოვალეობის შესასრულებლად მიმართავს.

 

მიშელის თქმით, სამომავლო გეგმების განხილვას მანდატის დასრულების შემდეგ განიხილავს.

 

მიშელის მოსალოდნელი გადადგომისა და ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი. დასავლური მედია აღნიშნავდა, რომ მისი თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლის გამო, გაჩნდა შანსი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა დროებით ვიქტორ ორბანს დაეკავებინა, რადგან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივლისში სწორედ უნგრეთი ხდება.

 

 

big_banner
არქივი