logo_geo
მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკრუიზო გემმა მაიამის პორტიდან შვიდდღიანი მოგზაურობა დაიწყო
- +

28 იანვარი. 2024. 19:09

 

 

მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკრუიზო გემმა, Icon of the Seas მაიამის პორტიდან შვიდდღიანი მოგზაურობა დაიწყო.

 

როგორც მედია წერს, საკრუიზო გემი ეკიპაჟის 2 350 წევრთან ერთად, დაახლოებით 10 000 მგზავრს იტევს. ფინეთში, ტურკუში, გემთმშენებლობის ქარხანაში აშენებულ, ბაჰამის კუნძულებზე რეგისტრირებულ გემს აქვს შვიდი საცურაო აუზი და ექვსი ე.წ. წყლის სლაიდი, ყინულის მოედანი, თეატრი.

 

საკრუიზო გემის აშენება 2 მილიარდი დოლარი დაჯდა. ამასთან ერთად, საკრუიზო გემზე არის 40-ზე მეტი რესტორანი, ბარი და ლაუნჯი.

 

 

big_banner
არქივი