logo_geo
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: უკრაინამ მძლავრი ნაბიჯი გადადგა ზელენსკისა და ორბანს შორის შეხვედრის ორგანიზებისთვის
- +

29 იანვარი. 2024. 21:25

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინამ მძლავრი ნაბიჯი გადადგა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრის ორგანიზებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

ანდრიი ერმაკმა ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც დღეს უკრაინას ვიზიტით ეწვია.

 

 

"ჩვენ მართლაც მძლავრი ნაბიჯი გადავდგით ასეთი შეხვედრის ორგანიზებისთვის. მაგრამ, როგორც ვთქვი, დღეისთვის [შეხვედრას] ვამზადებთ და გვინდა, რომ ეს შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდეს. კონკრეტულ თარიღზე დღეს არ გვისაუბრია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.

 

ამასთან, მან დასძინა, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია, რომ ზელენსკისა და ორბანს შორის შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს.

big_banner
არქივი