logo_geo
პოლონეთის პრემიერმა ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა არ გამორიცხა, თუ პოლონეთის პრეზიდენტი ბიუჯეტს დაბლოკავს
- +

30 იანვარი. 2024. 22:37

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვადამდელი არჩევნების პერსპექტივა არ გამორიცხა, თუ პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა მის ბიუჯეტს დაბლოკავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

 

 

"თუკი პრეზიდენტ დუდას რაიმე სახით სურს ხელი შეუშალოს მთავრობას ხალხისთვის ფულის გადახდაში, მაშინ მე და ჩემმა კოალიციურმა პარტნიორებმა შესაძლოა გადაწყვეტილება მივიღოთ, დაუყოვნებლივ შევამოკლოთ საპარლამენტო ვადა და დავნიშნოთ ახალი არჩევნები", - აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

big_banner
არქივი