logo_geo
Bloomberg: უკრაინას ეწურება იარაღი თავისი ქალაქების დასაცავად
- +

31 იანვარი. 2024. 19:44

უკრაინას ეწურება იარაღი თავისი ქალაქების დასაცავად, - წერს სააგენტო Bloomberg-ი სტატიაში სათაურით რუსეთი ასუსტებს უკრაინის თავდაცვას.

 

 

სააგენტო აღნიშნავს, რომ აქტიური თავდაცვის შესანარჩუნებლად უკრაინას დასჭირდება საარტილერიო ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალის მუდმივი მარაგი, რომლის მიწოდება მოკავშირეებს უჭირთ.

 

 

საჯაროდ, უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, მაშინაც კი, თუ მოკავშირეთა მხარდაჭერა არ იქნება. მაგრამ ფრონტიდან ცნობები ცხადყოფს, რომ იქ სიტუაცია სულ უფრო მძიმეა.

 

 

"ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის საჭირო ადგილზე", - თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა

 

 

"ახლა საკითხავია, რა შეგვიძლია გავაგზავნოთ და რა შეგვიძლია მივცეთ უკრაინას", - დასძინა მან.

big_banner
არქივი