logo_geo
Reuters: ჩინეთმა უკრაინას განუცხადა, რომ კიევის მიერ ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში ჩინური კომპანიების შეყვანის გამო, ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება დაზიანდეს
- +

1 თებერვალი. 2024. 20:30

ჩინეთმა უკრაინას განუცხადა, რომ კიევის მიერ ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში ჩინური კომპანიების შეყვანის გამო, ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება დაზიანდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

წყაროების ინფორმაციით, გაფრთხილება უკრაინას გასულ თვეში გადაეცა ჩინეთის ელჩის უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დროს.

 

 

უკრაინამ 48 კომპანია, მათ შორის 14 ჩინური კომპანია, ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. უკრაინა აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიების საქმიანობა ირიბად უწყობს ხელს რუსეთის ომის ძალისხმევას.

big_banner
არქივი