logo_geo
Bloomberg: ამერიკულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ქვეყანაში 10 ათასი ბარელი რუსული ნავთობი შეიტანა ბაჰამის კუნძულებზე მდებარე ტერმინალის გავლით
- +

2 თებერვალი. 2024. 01:06

ამერიკულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ქვეყანაში 10 ათასი ბარელი რუსული ნავთობი შეიტანა ბაჰამის კუნძულებზე მდებარე ტერმინალის გავლით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

 

 

აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მორგან ბატერფილდის განცხადებით, ნავთობი, რომელიც უილმინგტონში [დელავერის შტატი] ნოემბერში ჩავიდა, არ არღვევდა აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს, რადგან ის რუსეთიდან ბაჰამის კუნძულებზე ექსპორტირებული იყო 2022 წლის 8 მარტამდე, ვიდრე სანქციები ამოქმედდა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში შემოტანამდე იგი სხვა ნავთობთან იყო შერეული.

 

 

არსებული ინფორმაციით, იმპორტიორმა განმარტა, რომ აშშ-ში ჩასული ნავთობის ნაწილი რუსული წარმომავლობის იყო.

big_banner
არქივი