logo_geo
ოლაფ შოლცი: ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად
- +

2 თებერვალი. 2024. 00:31

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.

 

 

"ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა საკმარისს არ აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად მაშინ, როდესაც ის რუსეთთან ომობს", - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

 

 

"[ევროპის] ბევრ დედაქალაქში უნდა დაისვას კითხვა: რეალურად ვაკეთებთ თუ არა საკმარისს? პასუხი უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს უარყოფითი", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია, ევროპაში უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი სამხედრო დახმარების კუთხით, დახმარებას მარტო ვერ უზრუნველყოფს.

big_banner
არქივი