logo_geo
შარლ მიშელი: ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების დამტკიცება ასევე სიგნალია ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის
- +

2 თებერვალი. 2024. 01:53

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების დამტკიცება ასევე სიგნალია ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის.

 

 

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის სიგნალი ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის, დემონსტრირება იმისა, რომ ევროკავშირი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას და ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ლიდერობა, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ სანდო", - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

 

 

ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდა.

big_banner
არქივი