logo_geo
ნორვეგიაში ქარიშხალი „ინგუნი“ მძვინვარებს
- +

2 თებერვალი. 2024. 15:20

 

 

ნორვეგიაში ქარიშხალი „ინგუნი“ მძვინვარებს. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქარის სიჩქარემ საათში 180 კილომეტრს მიაღწია. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, უსაფრთხოების მიზნით, ქალაქ ბოდოში დაიკეტა საავტომობილო გზები და გაუქმდა სატრანსპორტო მიმოსვლა.

 

ქარიშხალმა ნორვეგიის რამდენიმე რაიონში წყალდიდობაც გამოიწვია, რის გამოც ათობით დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხლის გამო, ნორვეგიაში გაუქმდა ავიარეისებიც. ადგილობრივი მეტეოროლოგების ცნობით, ქარიშხალი „ინგუნი“ ამჯერად ნორვეგიის ჩრდილოეთით მიიწევს.

 

 

big_banner
არქივი