logo_geo
ზელენსკი: ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის დაფინანსების დამტკიცება მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის, რომ ევროპა მტკიცედ დადგება
- +

2 თებერვალი. 2024. 19:53

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის დაფინანსების დამტკიცება მკაფიო სიგნალია როგორც რუსეთისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის, სადაც დახმარების პაკეტის გამოყოფა კონგრესის მიერ არის შეჩერებული.

 

 

ეს არის მკაფიო სიგნალი მოსკოვისთვის, რომ ევროპა მტკიცედ დადგება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

 

 

"ამავდროულად, ეს არის მკაფიო სიგნალი ამერიკისთვის, სიგნალი იმისა, რომ ევროპა თავის პასუხისმგებლობას იღებს. უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობა. ძლიერი პასუხისმგებლობა. ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებებს ამერიკიდან", - დასძინა მან.

big_banner
არქივი