logo_geo
ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომს არ დაიწყებს, თუმცა დაშინების მცდელობებს მტკიცედ უპასუხებს
- +

3 თებერვალი. 2024. 12:08

 

 

ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომს არ დაიწყებს, თუმცა დაშინების მცდელობებს მტკიცედ უპასუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

"ირანის სამხედრო ძალა რეგიონში არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი ქვეყნისთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ არანაირ ომს არ დავიწყებთ, მაგრამ თუ მჩაგვრელ ქვეყანას ან ძალას სურს ჩვენი დაშინება, ირანის ისლამური რესპუბლიკა ამ მცდელობებს მკაცრად უპასუხებს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი