logo_geo
ჯოზეფ ბორელი: ახლო აღმოსავლეთი არის ქვაბი, რომელიც შესაძლოა, აფეთქდეს
- +

3 თებერვალი. 2024. 13:28

 

 

ახლო აღმოსავლეთი არის ქვაბი, რომელიც შესაძლოა, აფეთქდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

 

ბორელის თქმით, ევროკაშირი ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ესკალაციისგან.

 

ამასთან, მისივე განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ახლა კრიტიკული ვითარებაა.

 

„რამდენადაც ღაზაში ომი გრძელდება, რთულია იმის დაჯერება, რომ წითელ ზღვაში ვითარება გაუმჯობესდება. ერთი რაღაც მეორესთან არის დაკავშირებული. დომინოს ეფექტია რეგიონში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

 

 

big_banner
არქივი