logo_geo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა გეგმავს, მომავალ კვირას კენჭი უყაროს ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის საკითხის გარეშე
- +

4 თებერვალი. 2024. 11:16

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა გეგმავს, მომავალ კვირას კენჭი უყაროს ისრაელის დახმარების კანონპროექტს უკრაინის საკითხის გარეშე. როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

 

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, ეს საჭიროა, რომ ისრაელმა, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, დახმარება დროულად მიიღოს. სპიკერის განცხადებით, მექსიკის საზღვართან დაკავშირებული, უკრაინისა და ისრაელის დახმარებების ერთობლივი პაკეტის განხილვის დრო არ არის.

 

„ამ წინადადებას უახლოეს დროში გამოაქვეყნებს სენატი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ“, – განაცხადა ჯონსონმა.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს 17,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ისრაელის სამხედრო დახმარებისთვის და რეგიონში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებისთვის.

 

გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა 106 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფისთვის, საიდანაც 61 მილიარდი გათვალისწინებული იქნება უკრაინისთვის, 14,3 – ისრაელისთვის, ორი მილიარდი ტაივანისთვის, ასევე 6,4 მილიარდი აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებისთვის, თუმცა რესპუბლიკელები აღნიშნული ერთობლივი პაკეტის დამტკიცებაზე უარს აცხადებენ აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად ზომების მიღების გარეშე.

 

 

big_banner
არქივი