logo_geo
ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 112-მდე გაიზარდა
- +

5 თებერვალი. 2024. 09:56

 

 

ჩილეს ცენტრალურ ნაწილში მეხანძრეები განაგრძობენ ბრძოლას ტყის ხანძრების წინააღმდეგ, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 112 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

ქვეყნის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ასობით ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა ქალაქი ვინია-დელ-მარი, რომელიც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 120 კილომეტრში მდებარეობს.

 

ხანძარმა ასევე სერიოზულად დააზიანა სახლები ლა ესტრელასში, ნავიდადსა და კილპუეში. ევაკუაცია განხორციელდა ქალაქ პიჩილემუშიც.

 

ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მანუელ მონსალვემ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში ხანძრის 165 კერა ფიქსირდება და რომ მხოლოდ ვინია-დელ-მარსა და კილპუეში დაახლოებით 14 000 სახლი დაზიანდა.

 

Reuters წერს, რომ აღნიშნული ტყის ხანძრები ჩილესთვის, ლეტალობის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი ეროვნული კატასტროფაა 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც, დაახლოებით, 500 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი