logo_geo
ყაზახეთის მთავრობა გადადგა
- +

5 თებერვალი. 2024. 16:44

 

 

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვის მთავრობის გადადგომას დაეთანხმა, - ინფორმაციას მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვწყვეტ: მივიღო ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობები დროებით დავაკისრო რომან სკლიარს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

ამასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაევალათ, განაგრძონ თავიანთი მოვალეობების შესრულება ახალი მთავრობის დამტკიცებამდე.

 

სკლიარს, მანამდე, პირველი ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა, ყაზახეთის მთავრობას კი ალიხან სმაილოვი ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტმა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2022 წლის იანვარში დანიშნა, 2023 წლის მარტში კი, პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების შემდეგ, ხელახლა დანიშნა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებიათ.

 

 

big_banner
არქივი