logo_geo
დონალდ ტრამპი: ნუ იქნებით სულელები! ჩვენ ცალკე სასაზღვრო და ცალკე საიმიგრაციო კანონპროექტი გვჭირდება
- +

6 თებერვალი. 2024. 01:11

ნუ იქნებით სულელები! ჩვენ ცალკე სასაზღვრო და ცალკე საიმიგრაციო კანონპროექტი გვჭირდება, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

 

 

დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა სენატორების მიერ წამოყენებული ორპარტიული კანონპროექტი სასაზღვრო უსაფრთხოების შესახებ. ეს დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს უკრაინისათვის 60.1 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას.

 

 

"მხოლოდ სულელი ან მემარცხენე რადიკალი "დემოკრატი" მისცემდა ხმას ამ საშინელ კანონპროექტს. [...] ეს კანონპროექტი დიდი საჩუქარია "დემოკრატებისთვის", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

big_banner
არქივი