logo_geo
ინდოეთში, პიროტექნიკის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა - 11 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა
- +

6 თებერვალი. 2024. 17:35

 

 

ინდოეთში, პიროტექნიკის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა.

 

მედიის ცნობით, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფეთქების სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, რომ ხანძარი ქარხანასთან ახლოს მდებარე 50-ზე მეტ სახლზე გავრცელდა.

 

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების და სახანძრო ჯგუფები.

 

 

 

big_banner
არქივი