logo_geo
ფერმერების საპროტესტო აქციას ესპანეთიც შეუერთდა
- +

6 თებერვალი. 2024. 17:44

 

 

ესპანელმა ფერმერებმა ქვეყნის ზოგიერთ მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა შეაფერხეს და ევროპის ქვეყნების პროტესტს შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

მედიის ინფორმაციით, ფერმერები სხვა ქვეყნების მსგავსად მაღალ ხარჯებს, ბიუროკრატიას და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების კონკურენციას აპროტესტებენ.

 

მათი თქმით, ევროკავშირის ფერმერებისთვის გარემოს დასაცავად დაწესებული სანქციები მათ ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის, ვიდრე სხვა რეგიონების ქვეყნებს, როგორიცაა ლათინური ამერიკა ან ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოები.

 

ცნობისთვის, ფერმერების საპროტესტო აქციები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, ბელგიასა და იტალიაში მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საფრანგეთსა და ბელგიაში პროტესტი პოლიციასთან ძალადობრივ შეტაკებაში გადაიზარდა.

 

 

big_banner
არქივი