logo_geo
დმიტრო კულება: პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს კონსტიტუციური უფლება, გაათავისუფლოს არმიის მეთაური, თუ ის ამას საჭიროდ ჩათვლის
- +

6 თებერვალი. 2024. 21:37

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში „გადატვირთვა“ დასავლეთთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს.

 

 

არ ვფიქრობ, რომ მთავრობაში რაიმე ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაზე“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

მისი თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს კონსტიტუციური უფლება, გაათავისუფლოს არმიის მეთაური, თუ ის ამას საჭიროდ ჩათვლის.

 

 

"შესაძლოა, ტაქტიკაზე გუნდში გვქონდეს დისკუსია, მაგრამ ჩვენ ყველანი გაერთიანებულნი ვართ ჩვენი სტრატეგიული მიზნის გარშემო - რუსეთის დამარცხება უკრაინაში და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა. და ამ სტრატეგიული მიზნის ირგვლივ დებატები არ მიმდინარეობს", - დასძინა მან.

big_banner
არქივი