logo_geo
ენტონი ბლინკენი: აშშ განიხილავს „ჰამასის“ პასუხს მძევლების გათავისუფლების შესახებ ჩარჩო შეთანხმებაზე
- +

7 თებერვალი. 2024. 01:18

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს „ჰამასის“ პასუხს მძევლების გათავისუფლების შესახებ ჩარჩო შეთანხმებაზე.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ის განიხილავს „ჰამასის“ პასუხს ისრაელის ოფიციალურ პირებთან.

 

 

"ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ შეთანხმება შესაძლებელია და მართლაც აუცილებელია", - დასძინა ენტონი ბლინკენმა.

 

 

კატარის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმ განაცხადა, რომ „ჰამასმა“ დადებითი პასუხი გასცა მძევლების გათავისუფლების შესახებ ჩარჩო შეთანხმებას.

 

 

"პასუხი შეიცავს რამდენიმე კომენტარს, მაგრამ ზოგადად დადებითია. თუმცა, გარემოებების სენსიტიურობიდან გამომდინარე, დეტალებს არ შევეხებით", - აღნიშნა კატარის პრემიერმა.

big_banner
არქივი