logo_geo
ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი, სებასტიან პინიერა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა
- +

7 თებერვალი. 2024. 01:30

ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი, სებასტიან პინიერა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ჩილეს მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

"პრეზიდენტი პინიერა ქვეყანას მართავდა და ჩვენ მას გავიხსენებთ იმით, თუ როგორ მიუძღვნა თავისი ცხოვრება საჯარო სამსახურს", - განაცხადა ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, კაროლინა ტოამ.

 

 

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი.

 

 

სებასტიან პინიერა ორჯერ იყო ჩილეს პრეზიდენტი, 2010-2014 და 2018-2022 წლებში.

big_banner
არქივი