logo_geo
იენს სტოლტენბერგი: ნებისმიერი ვარაუდი, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის ჩვენს უსაფრთხოებას
- +

11 თებერვალი. 2024. 22:15

იენს სტოლტენბერგი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთს ნატოს იმ ქვეყნებზე თავდასხმისკენ წაახალისებდა, რომლებიც გადასახადებს არ გადაიხდიდნენ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ თავდასხმას ალიანსზე „ერთიანი და ძლიერი პასუხი“ მოჰყვება.

 

 

ნებისმიერი ვარაუდი, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის აშშ-ის და მზარდი რისკის ქვეშ აყენებს ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს. ველი, რომ მიუხედავად იმისა თუ ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, აშშ ნატოს ძლიერ და ერთგულ მოკავშირედ დარჩება“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის განცხადებაში.

big_banner
არქივი