logo_geo
აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ
- +

21 თებერვალი. 2024. 00:55

აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ, რომელიც მათ შორის მოითხოვდა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტას.

 

 

გაეროს უშიშროების საბჭოს ცამეტმა წევრმა მხარი დაუჭირა ალჟირის მიერ შემუშავებულ ტექსტს, ხოლო ბრიტანეთმა თავი შეიკავა.

 

 

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა შაბათს განაცხადა, რომ აშშ ვეტოს დაადებდა რეზოლუციის პროექტს იმის გამო, რომ ის საფრთხეს უქმნის აშშ-ს, ეგვიპტეს, ისრაელსა და კატარს შორის მოლაპარაკებებს, რომელიც მიზნად ისახავს ომში პაუზასა და მძევლების გათავისუფლებას.

big_banner
არქივი