logo_geo
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ ციხის თანამშრომლებს, რომელშიც ბოლო თვეებში ალექსეი ნავალნი იხდიდა სასჯელს
- +

21 თებერვალი. 2024. 17:27

 

 

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის სოფელ ხარპში მდებარე ციხის თანამშრომლებს, რომელშიც ბოლო თვეებში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იხდიდა სასჯელს.

 

სანქციები შეეხო ციხის 6 ხელმძღვანელ პირს, მათ შორის ციხის დირექტორს, ვადიმ კალინინს. მათ შეზღუდვები დაუწესდათ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დაწესებული გლობალური სანქციების ფარგლებში.

 

შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ნავალნის გარდაცვალების საპასუხოდ სანქციები დააწესა.

 

„გასაგებია, რომ რუსეთის ხელისუფლება ნავალნის საფრთხედ განიხილავდა და არაერთხელ სცადა მისი გაჩუმება. 2020 წელს „ეფესბეს“ თანამშრომლებმა ის „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, დააპატიმრეს მშვიდობიანი პოლიტიკური საქმიანობის გამო და არქტიკაში მდებარე კოლონიაში გაგზავნეს. არავის უნდა შეეპაროს ეჭვი რუსული სისტემის რეპრესიულ ბუნებაში“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა.

 

 

big_banner
არქივი