logo_geo
ენტონი ბლინკენმა ბრაზილიის პრეზიდენტს განუცხადა, რომ აშშ არ ეთანხმება მის განცხადებას, რომელიც ღაზაში ისრაელის ქმედებებს ჰოლოკოსტს ადარებს
- +

22 თებერვალი. 2024. 01:19

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრაზილიის პრეზიდენტს, ლულა და სილვას განუცხადა, რომ აშშ არ ეთანხმება ბრაზილიის ლიდერის განცხადებას, რომელიც ღაზაში ისრაელის ქმედებებს ჰოლოკოსტს ადარებს.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლულასთან შეხვედრისას ბლინკენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ "ჩვენ არ ვეთანხმებით" ამ კომენტარებს.

 

 

19 თებერვალს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი, ლულა და სილვა ისრაელში პერსონა ნონ გრატაა.

 

 

მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტმა ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებები ჰოლოკოსტს შეადარა.

big_banner
არქივი