logo_geo
ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულის დასაწყისში იქნება მზად
- +

22 თებერვალი. 2024. 00:51

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულის დასაწყისში იქნება მზად.

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა სკრინინგის პროცესში დადებითი პროგრესი და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ჩარჩოზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.

 

 

თუმცა, მან აღნიშნა, რომ პროცესი არ დასრულდება ევროპულ არჩევნებამდე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა პოზიციის გამო, რაც დამატებით დროს მოითხოვს.

 

 

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ჩარჩო მზად იქნება ზაფხულის დასაწყისში.

big_banner
არქივი