logo_geo
თეთრი სახლი: აშშ დამატებით სანქციებს დაუწესებს ირანს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერისთვის
- +

23 თებერვალი. 2024. 01:56

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში აშშ ახალ სანქციებს დაუწესებს ირანს უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარდაჭერის გამო.

 

 

"ჩვენ დავუწესებთ დამატებით სანქციებს ირანს უახლოეს დღეებში და მზად ვართ უფრო შორს წავიდეთ, თუ ირანი რუსეთს მიყიდის ბალისტიკურ რაკეტებს", - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

 

 

ჯონ კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ირანი განაგრძობს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას, საერთაშორისო საზოგადოების პასუხი იქნება სწრაფი და მკაცრი.

big_banner
არქივი