logo_geo
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: F16 ტიპის გამანადგურებლები რომ გვქონოდა, რუსები ავდიივკას ვერ აიღებდნენ
- +

24 თებერვალი. 2024. 00:41

უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ავდიივკას დაცემის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, უკრაინას F16 ტიპის გამანადგურებლები რომ მიეღო.

 

 

"F16 ტიპის გამანადგურებლები რომ გვქონოდა, [რუსები] ავდიივკას ვერ აიღებდნენ. ჩვენ შეგვეძლო მათი [რუსეთის ძალების] გაძევება ჩვენი ტერიტორიიდან", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.

 

 

17 თებერვალს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარმა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდიივკა დატოვა

big_banner
არქივი