logo_geo
ჩინეთში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა
- +

24 თებერვალი. 2024. 19:28

ჩინეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნანკინში გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც ელექტრო ველოსიპედები ინახებოდა.

 

 

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 25 სახანძრო მანქანა და 130 მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.

big_banner
არქივი