logo_geo
სამხრეთ კაროლინაში „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა
- +

25 თებერვალი. 2024. 10:12

 

 

სამხრეთ კაროლინაში „რესპუბლიკელების“ პრაიმერიზში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

„ჩვენ ვაპირებთ, ჯო ბაიდენს პირდაპირ თვალებში შევხედოთ. ის ანადგურებს ჩვენს ქვეყანას – და ჩვენ ვეტყვით „გამოდი, ჯო, შენ გაგათავისუფლეს“,- განაცხადა ტრამპმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს.

 

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა შეაქო მისი პარტიის ერთიანობა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკური პარტიის ასეთი ერთიანობა აქამდე არ უნახავს.

 

ტრამპის კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რომ ხმების 40% მიიღო და ეს არ არის ცოტა, ამიტომ ის აპირებს, საპრეზიდენტო რბოლაში დარჩეს.

 

 

big_banner
არქივი