logo_geo
იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს
- +

25 თებერვალი. 2024. 18:50

 

 

იაპონია რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ მოსკოვის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო დამატებით სანქციების დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოვლენა, რადგან ბრძოლის ველზე ვითარება რთულია და საბრძოლო მოქმედებები გაჭიანურდა.

 

ფუმიო კიშიდას განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა მიმდინარე წელს მისი კაბინეტის ერთ-ერთ პრიორიტეტად დარჩება.

 

შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა.

 

 

big_banner
არქივი