logo_geo
ვიქტორ ორბანი: უნგრეთის პარლამენტი დღეს დაამტკიცებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს
- +

26 თებერვალი. 2024. 20:24

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტი ორშაბათს დაამტკიცებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს.

 

 

24 თებერვალს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი შვედი კოლეგის ბუდაპეშტში ვიზიტმა აღადგინა ნდობა და გზა გაუხსნა უნგრეთის პარლამენტს, რათა ორშაბათს კენჭი უყაროს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირებას.

 

 

„ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის, გავწიროთ სიცოცხლე ერთმანეთისთვის“, - განაცხადა ორბანმა ბუდაპეშტში შვედ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

 

"დღევანდელი შეხვედრა ხანგრძლივი პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ ხანგრძლივ პროცესს ასევე შეიძლება ვუწოდოთ ნდობის აღდგენის პროცესი", - აღნიშნა მან.

big_banner
არქივი