logo_geo
შვედეთის პრემიერი: დღეს ისტორიული დღეა - შვედეთი მზად არის, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის
- +

27 თებერვალი. 2024. 01:11

შვედეთი მზად არის, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა.

 

 

"დღეს ისტორიული დღეა. ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთი მზად არის, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა შვედეთის მთავრობის მეთაურმა.

big_banner
არქივი