logo_geo
რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს
- +

27 თებერვალი. 2024. 10:27

 

 

რუსეთის მთავრობა 1 მარტიდან ბენზინის ექსპორტის თვით აკრძალვას გეგმავს, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა.

 

მისი განმარტებით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.

 

„გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტის დროს“, - განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა.

 

TASS-ის ინფორმაციით, „შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, მონღოლეთსა და უზბეკეთს“.

 

ინფორმაცია TASS-ს მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.

 

 

big_banner
არქივი