logo_geo
პოლონეთის პრემიერი: მზად ვარ მივიღო რთული გადაწყვეტილებები, როდესაც საქმე ეხება უკრაინასთან საზღვარს
- +

28 თებერვალი. 2024. 19:41

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინასთან საერთო საზღვრის დროებით დახურვისა და ორმხრივი ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ.

 

პოლონეთის პრემიერის თქმით, ეს ორივე მხარისთვის დროებითი და მტკივნეული გადაწყვეტილება იქნება.

 

"მე მზად ვარ მივიღო რთული გადაწყვეტილებები, როდესაც საქმე ეხება უკრაინასთან საზღვარს, ყოველთვის კიევთან კონსულტაციით, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი დაძაბულობა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გრძელვადიანი გამოსავალი", - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

big_banner
არქივი