logo_geo
CNN: პენტაგონი განიხილავს უკრაინის დასახმარებლად დარჩენილი 4 მილიარდი დოლარის გამოყენებას
- +

29 თებერვალი. 2024. 01:25

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მსჯელობს, გამოიყენოს თუ არა უწყებისთვის ხელმისაწვდომი სახსრები უკრაინისთვის 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

 

 

პენტაგონს მანამდე არ სურდა დარჩენილი თანხის დახარჯვა გარანტიის გარეშე, რომ მას კონგრესი აანაზღაურებდა.

 

 

დეპარტამენტი შიშობს, რომ აღჭურვილობის მარაგიდან ამოღებამ მისი შევსების გეგმის გარეშე შეიძლება გავლენა მოახდინოს აშშ-ის სამხედრო მზადყოფნაზე.

 

 

თუმცა, უკრაინას სულ უფრო მეტად ესაჭიროება აშშ-ის სამხედრო დახმარება. პენტაგონი განიხილავს ვარიანტებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს დარჩენილი თანხების ნაწილი მაინც დახარჯოს უკრაინისათვის დახმარებაზე.

 

 

წყაროები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მაგრამ ამ ვარიანტსა და სხვა პოტენციურ გეგმებზე საუბარი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სულ უფრო აქტუალური გახდა, რადგან უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება სულ უფრო მძიმე ხდება.

big_banner
არქივი