logo_geo
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, გამარჯვებამდე მხარი დაუჭირონ უკრაინას საჭირო რაოდენობის იარაღით
- +

29 თებერვალი. 2024. 20:01

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, გამარჯვებამდე მხარი დაუჭირონ უკრაინას საჭირო რაოდენობის იარაღით.

 

 

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ უკრაინის მხარდაჭერის მთავარი მიზანი ომის მოგება უნდა იყოს, რადგან განსხვავებული შედეგი სერიოზულ შედეგებს მოიტანს, რადგან სხვა ავტორიტარული მმართველები, რომლებიც მიზნების მისაღწევად ძალისმიერ მეთოდებზე ფიქრობენ, ომის შედეგიდან გამოიტანენ დასკვნებს.

 

 

ევროპარლამენტი საჭიროდ მიიჩნევს კიევს მიეწოდოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა საბოლოოდ დაიბრუნოს კონტროლი ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

 

 

ევროდეპუტატები აღნიშნავენ, რომ ევროპელი მწარმოებლებისგან იარაღის მიწოდებას უკრაინის საჭიროებებისთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს მესამე ქვეყნებთან კონტრაქტებთან შედარებით.

 

 

ისინი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას ასევე მოუწოდებენ, მიიღოს უკრაინის სამხედრო დახმარების კანონპროექტი.

big_banner
არქივი