logo_geo
ბუნდესბანკში აცხადებენ, რომ რუსეთის სუვერენული აქტივების შედარებით მცირე რაოდენობას ფლობენ
- +

1 მარტი. 2024. 01:18

გერმანიის ცენტრალური ბანკში (ბუნდესბანკი) აცხადებენ, რომ რუსეთის სუვერენული აქტივების შედარებით მცირე რაოდენობას ფლობენ, რომლის გამოყენება G7-ის ქვეყნებსა და ევროკავშირს უკრაინის დასახმარებლად სურთ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

ევროკავშირში დისკუსიების ფონზე, შეიძლება თუ არა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები უკრაინისთვის იყოს გამოყენებული, ბუნდესბანკის პრეზიდენტმა, იოახიმ ნაგელმა აღნიშნა, რომ ბერლინს ამ კუთხით ბევრი რამის შეთავაზება არ შეუძლია.

 

 

"ბუნდესბანკში არ არის განთავსებული მნიშვნელოვანი რუსული აქტივები. ჩვენ მცირე თანხებს ვფლობთ", - აღნიშნა იოახიმ ნაგელმა.

 

 

მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გამოყენებას.

big_banner
არქივი