logo_geo
ნეთანიაჰუ: ძალიან ადრეა იმის თქმა, შედგება თუ არა მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება
- +

1 მარტი. 2024. 01:39

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ძალიან ადრეა იმის თქმა, შედგება თუ არა მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება.

 

 

ისრაელის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მან უზრუნველყო ისრაელის არმიისთვის მოქმედების თავისუფლება ღაზაში, რაც უპრეცედენტოა ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში და რომ სამხედრო კამპანია გაგრძელდება სრულ გამარჯვებამდე.

 

 

მისი თქმით, ზეწოლა "ჰამასის" წინააღმდეგ ომის შეჩერების თაობაზე იზრდება, მაგრამ ის წინააღმდეგობას გაუწევს მას.

 

 

"ჩვენ არ დავემორჩილებით "ჰამასის" მოთხოვნებს. ჩვენ მტკიცედ გადაწყვეტილი გვაქვს, დავიბრუნოთ ყველა მძევალი, ჩარჩოებით ან მის გარეშე", - დასძინა ნეთანიაჰუმ.

big_banner
არქივი