logo_geo
The New York Times: აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობას აშშ-ის არმიის რეზერვების ხარჯზე
- +

1 მარტი. 2024. 01:11

აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობას აშშ-ის არმიის რეზერვების ხარჯზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

ოფიციალური პირების თქმით, ასეთი ნაბიჯი იქნება მოკლევადიანი ღონისძიება უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად, ვიდრე კონგრესი არ დაამტკიცებს უკრაინის სამხედრო დახმარების უფრო დიდ პაკეტს.

 

 

28 თებერვალს, ტელეკომპანია CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მსჯელობს, გამოიყენოს თუ არა უწყებისთვის ხელმისაწვდომი სახსრები უკრაინისთვის 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფისთვის.

 

 

უკრაინას სულ უფრო მეტად ესაჭიროება აშშ-ის სამხედრო დახმარება. პენტაგონი განიხილავს ვარიანტებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს დარჩენილი თანხების ნაწილი მაინც დახარჯოს უკრაინისათვის დახმარებაზე.

 

 

წყაროები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მაგრამ ამ ვარიანტსა და სხვა პოტენციურ გეგმებზე საუბარი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სულ უფრო აქტუალური გახდა, რადგან უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება სულ უფრო მძიმე ხდება.

big_banner
არქივი