logo_geo
მაკრონი აცხადებს, რომ მისი ყველა კომენტარი უკრაინასა და რუსეთს შორის ომზე საგულდაგულოდ გააზრებულია
- +

1 მარტი. 2024. 01:42

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ყველა კომენტარი უკრაინასა და რუსეთს შორის ომზე საგულდაგულოდ იყო გააზრებული. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

 

 

"ეს საკმარისად სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რასაც მე ვამბობ ამ საკითხთან დაკავშირებით, აწონ-დაწონილია, გააზრებული და გაზომილია", - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.

 

 

27 თებერვალს, მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

 

 

მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის დამარცხება აუცილებელია ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

big_banner
არქივი