logo_geo
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში ევროპაში უსაფრთხოება და ეკონომიკა მხოლოდ გაუარესდა
- +

1 მარტი. 2024. 00:46

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის პერიოდში ევროპაში უსაფრთხოება და ეკონომიკა მხოლოდ გაუარესდა.

 

 

"მას შემდეგ, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიას ხელმძღვანელობს, ევროკავშირში უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა", - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

"ამიტომ, კარგი იქნება, თუ მანდატის დასრულებამდე დარჩენილ მოკლე დროში, ის შეწყვეტს ისეთი განცხადებებისა და გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გააუარესებს ვითარებას ევროპაში, როგორც ეკონომიკურად, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით", - დასძინა პიტერ სიიარტომ.

big_banner
არქივი