logo_geo
ანალენა ბერბოკი: ისრაელმა სრულად უნდა გამოიძიოს ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევა, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- +

1 მარტი. 2024. 19:38

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ისრაელმა სრულად უნდა გამოიძიოს ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევა, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

"ისრაელის არმიამ სრულად უნდა გამოიძიოს როგორ მოხდა მასიური პანიკა და სროლა. ხალხი იქ უფრო ახლოსაა სიკვდილთან, ვიდრე ცოცხლად ყოფნასთან. მეტი ჰუმანიტარული დახმარებაა საჭირო", - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალების მხრიდან დახმარების კოლონაზე დარტყმა არ განხორციელებულა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

big_banner
არქივი