logo_geo
უკრაინამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების სფეროში გრძელვადიან შეთანხმებას ნიდერლანდებთან
- +

1 მარტი. 2024. 21:29

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ერთმანეთს ხარკოვში შეხვდნენ და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

 

 

შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მიიღებს 2 მილიარდ ევროს, სამხედრო დახმარებას მიმდინარე წელს და თავდაცვის სფეროში შემდგომ დახმარებას მომდევნო ათი წლის განმავლობაში.

 

 

დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვას, საარტილერიო და შორ მანძილზე მოქმედ იარაღსა და დახმარებას უკრაინის საჰაერო ძალებისთვის.

big_banner
არქივი