logo_geo
ოდესაში რუსეთის თავდასხმას 3 თვის ბავშვი ემსხვერპლა
- +

3 მარტი. 2024. 10:39

 

 

უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსეთის იერიშს 7 ადამიანი, მათ შორის 3 თვის ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

 

არსებული ინფორმაციით, რუსული დრონი 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა.

 

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2 მარტს რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში განახორციელა. მისივე თქმით, „ეს არის ტერორი, რომლის მიზანიც მხოლოდ ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა და დაშინებაა“.

 

big_banner
არქივი