logo_geo
სირიის პრეზიდენტი: რუსეთი ის ქვეყანაა, რომელზეც დამოკიდებულია მსოფლიოს ბედი
- +

3 მარტი. 2024. 23:56

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ასპარეზზე აბრუნებს და ბალანსს აღადგენს, - აღნიშნულის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„თუ ამ თემას ძალთა გლობალური ბალანსის თვალსაზრისით შევხედავთ, მაშინ აქაც შეუძლებელია რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების გამიჯვნა. პრეზიდენტ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აბრუნებს და ბალანსს აღადგენს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გამოვხატავ ჩემს პირად აზრს, რათა არ დამბრალდეს რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში“, - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.

 

ბაშარ ალ-ასადი ამბობს, რომ კრემლის ლიდერმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა და სწორედ ამიტომ, პუტინი სირიისთვის მნიშვნელოვანი პერსონაა.

 

ამასთან, ბაშარ ალ-ასადმა რუსეთის ფედერაციაში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

 

„რუსეთის ფედერაცია დღეს არის ქვეყანა, რომელზეც დამოკიდებულია მსოფლიოს ბედი. ბევრი ფაქტორის გამო და არა მხოლოდ უკრაინის ომის გამო“, - აცხადებს სირიის პრეზიდენტი.

 

ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 17 მარტს დანიშნა. კენჭისყრა სამი დღე გაგრძელდება: 15, 16 და 17 მარტს. რუსეთის ფედერაციის ისტორიაში პირველად ჩატარდება სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები.

 

 

big_banner
არქივი