logo_geo
ევროპარლამენტარი: როდესაც კანდიდატი ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მაშინ გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მივიღოთ, თითოეული კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული
- +

4 მარტი. 2024. 19:37

"თითოეული კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული. როდესაც კანდიდატი ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მაშინ გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მივიღოთ," - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ტონინო პიცულამ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკაა და ასე უნდა გაგრძელდეს.

 

 

„ევროპა ბელგიის თავმჯდომარეობის სლოგანი შესანიშნავი არჩევანია - დავიცვათ, გავძლიერდეთ, მოვემზადოთ. თითოეული კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ მიდგომა უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებია - ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტების დაცვა. ევროკავშირი მხოლოდ საერთო ბაზარი არაა, ევროკავშირი საერთო ღირებულებების და ასევე, საერთო რისკების მქონე ქვეყნების ერთობაა. როდესაც კანდიდატი ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, მაშინ გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მივიღოთ. ევროკავშირის გაფართოება ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკაა და ასე უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ტონინო პიცულამ.

big_banner
არქივი