logo_geo
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა უნდა მიიღოს
- +

4 მარტი. 2024. 19:38

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

 

 

19 დეკემბერს, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. დადგენილებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილების საფუძველი საკონსტიტუციო მუხლია, რომელიც თანამდებობის პირს ამბოხებაში მონაწილეობას უკრძალავს.

 

 

მოტივი კი კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვარს განხორციელებული შტურმია, რომლის დროსაც ტრამპის მომხრეებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების გაპროტესტება სცადეს.

 

 

4 იანვარს, დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაეს სასამართლოს კოლორადოს შტატის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით მიმართა.

big_banner
არქივი