logo_geo
ჯანმოს დირექტორი: ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან
- +

5 მარტი. 2024. 01:18

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით იღუპებიან.

 

 

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ოქტომბრის შემდეგ პირველად ეწვიენ ალ-ავდასა და ქამალ-ადვანის საავადმყოფოებს.

 

 

ღაზაში "ჰამასის" მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქამალ-ადვანის საავადმყოფოში, სულ მცირე, 15 ბავშვი გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვებისა და გაუწყლოების შედეგად.

 

 

"საკვების ნაკლებობის შედეგად 10 ბავშვი დაიღუპა", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

big_banner
არქივი